среда, 11 марта 2009 г.















მე ვარ ლელა გიგაური. დავიბადე 1996 წლის 5 მარტს. ვსწავლობ გორის #11 საჯარო სკოლის VII კლასში. ჩემი ჰობია ხატვა, ცეკვა, სათავგადასავლო წიგნების კითხვა. ძალიან მიყვარს პოეზია. ჩემი საყვარელი პოეტებია: გალაქტიონ ტაბიძე და შოთა ნიშნიანიძე, საყვარელი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი.
სახელი ლელა ძალიან მომწონს. ჩემი ოჯახის წევრებიდან ეს სახელი არავის არ რქმევია. ლელა მამამ დამარქვა. ჩემი სახელის არაოფიციალური ფორმებია: ლელი და ლელიკო.

სახელი ლელა მცენარის სახელწოდებიდანაა ცნობილი, ქართული წარმოშობისაა და ნიშნავს სწორთმიან ქალს. მე-17 საუკუნიდან ცნობილია, რომ ლელა ერქვა ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზის ასულს. ასევე ლელა ჰქვია ვაჟა-ფშაველას პოემის ”ბახტრიონის” გმირ ქალს.















ლელა წურწუმია დაიბადა 1969 წლის 12 თებერვალს ქალაქ თბილისში. ის არის ქართველი პოპ-მომღერალი. გამოშვებული აქვს 12 ალბომი, გადაღებული აქვს 10 ვიდეოკლიპი. მისი ალბომი „სულელი წვიმა“ დასახელდა 2003 წლის ყველაზე მაღალტირაჟიან ალბომად. „სტუდია თბილისის“ ინტერნეტ-მაღაზიაში ეს ალბომი დღემდე ყველაზე კარგად გაყიდვად ალბომთა ათეულს ლიდერობს. 2006 წლიდან ლელა აყალიბებს ცოცხალ ბენდს და ყველა კონცერტზე მხოლოდ ბენდის თანხლებით, ცოცხლად ასრულებს სიმღერებს. საქართველოს გარდა ის გარკვეული პოპულარობით სარგებლობს საზღვარგარეთ. 2006 წელს მან გამოუშვა საუკეთესო სიმღერების კრებული აშშ-სა და ისრაელში. იმავე წელს, ერთ-ერთ სოციოლოგიურ გამოკითხვაში წლის ტელესახეებს შორის პირველ ათეულში მოხვდა. მან ქართველ მაყურებელს შესთავაზა ერთ-ერთი პირველი კოსტიუმირებული სოლო-კონცერტი სანახაობრივი ეფექტებით. ზოგ გამოკითხვაში სახელდება როგორც ყველაზე პოპულარული ქართველი მომღერალი